ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენა ტექსასის შტატის ფესტივალზე „Austin Food & Wine Festival“ გაიმართა

ფესტივალი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენა ტექსასის შტატის ფესტივალზე „Austin Food & Wine Festival“ გაიმართა
22.11.2025

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, ტექსასის შტატის ქალაქ ოსტინში, ფესტივალზე „Austin Food & Wine Festival“ გაიმართა.
ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 23 ღვინო. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა დეგუსტაცია-მასტერკლასი:  „Georgian Wine for Everyday Drinking” (ქართული ღვინო ყოველდღიური არჩევანი).
ფესტივალს „Austin Food & Wine Festival“, რომელიც 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება, ტრადიციულად, მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფ-მზარეულები, სომელიეები, ღვინის პროფესიონალები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები  და მომხმარებლები ესწრებიან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლებში ქართული ღვინის ცნობადობისა და მოთხოვნის ზრდისთვის.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo & Partners” თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; ამასთან ერთდა, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო შემდეგ ღონისძიებებზე:  ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციაზე „Wines of Georgia Grand Tasting“ (ლოს-ანჯელესი), ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე „Karakterre“ (ნიუ-იორკი), ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Orange Glou Fair“ (ნიუ-იორკი), ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალზე „Amber Georgia” (ნიუ-იორკი), ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW Wine NYC” (ნიუ-იორკი), „San Diego Food + Wine Festival“ (სან-დიეგო). ასევე შემოდგომაზე, ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის საქართველოში ღვინის ორი ტური გაიმართა.

ქართული ღვინო