ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

დეგუსტაცია

ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15.04.2026

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ქართული ღვინის წარდგენას ტოპ სომელიე ტაკუ იგურო უძღვებოდა. ქართულ ქარვისფერ ღვინოებზე ტაკუ იგურომ სპეციალურ სემინარზე ისაუბრა, ხოლო ღვინოების დეგუსტაცია ე.წ. Walk Around Tasting“-ის ფორმატში გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Red Bridge” ორგანიზებით, იაპონიის ქალაქებში - საპორო, სენდაი და ტოკიო, 7-13 აპრილის პერიოდში ქართული ღვინის დეგუსტაციები და სემინარები, ე.წ. Road Showგაიმართა.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას, ამასთან ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებსა და ღვინის პროფესიონალებს.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. მარკეტინგულ კომპანიასთან Red Bridgeღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. მისი საქმიანობა იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობაა. იაპონიის ბაზარი გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციისადმი განსაკუთრებული მოთხოვნითა და ავთენტური, განსხვავებული გემოებისადმი მზარდი ინტერესით. სწორედ ამ კონტექსტში ქართული ღვინო, თავისი მრავალფეროვანი გემოებითა და ტრადიციული წარმოების მეთოდებით, მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას იძენს.

ქართული ღვინო