ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ნორვეგიაში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა

ფესტივალი

ნორვეგიაში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა
22.04.2026

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ნორვეგიული კომპანიის Gvino AS“ ორგანიზებით, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ისტორიულ შენობაში Gamle Logen" ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: გურა“, ვინივერია“, გიოს მარანი“, თავანკარი“, ბაიას ღვინო“, ფაფარი ველი“, ვილა მოსავალი“, ბჯ ვაინს“, წინანდლის ვენახები“, ეთნო“, ბედიანი“, ხოხბის ცრემლები“ და ლაბარა“.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია, პრეზენტაციები, B2B შეხვედრები და სემინარი, რომლებსაც ადგილობრივი იმპორტიორები, დისტრიბუტორები, HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომპანია Gvino AS“ 2018 წლიდან აქტიურად არის ჩართული ნორვეგიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაში. მისი საქმიანობა მოიცავს დეგუსტაციების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას.

ნორვეგიაში ქართული ღვინის ფესტივალი პირველად 2023 წელს გაიმართა და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა.

2025 წლის მონაცემებით, ნორვეგიის სამეფოში საქართველოდან ექსპორტირებულია 137,724 ლიტრი ღვინო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 27%-ით აღემატება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბოლო წლებში სკანდინავიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა. კერძოდ, კამპანიები ჩატარდა შვედეთში, ნორვეგიაში, ფინეთში, დანიასა და ისლანდიაში.

აღნიშნულ ბაზრებზე 2026 წელსაც აქტიურად გაგრძელდება მარკეტინგული კამპანიები და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები.

ქართული ღვინო