ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ვაინ პარიზი 2027

ვაინ პარიზი 2027

გაცნობებთ, რომ 2027 წლის 15-17 თებერვალს, საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პარიზში გაიმართება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა ,,Wine Paris 2027”.

გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობას და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინიციატივით ქართული სტენდისთვის დაჯავშნილია 198 კვ.მ ფართი.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. სააგენტოს მიერ დაჯავშნილი ფართის მოცულობიდან გამომდინარე, მონაწილეების რაოდენობა საერთო ქართულ სტენდზე განისაზღვრა 30 კომპანიით. ერთი კომპანიისთვის მონაწილეობის საფასური განისაზღვრება 5 000–5 400 ევროს ფარგლებში.

გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყება 27 ნოემბერს 11:00 საათიდან და დასრულდება 1 დეკემბერს 17:00-ზე. (მეილით დასტური არ მიიღება).

 

რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

- კომპანიის დასახელება;

- საიდენტიფიკაციო ნომერი;

- საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ. ფოსტა; ტელ.)

შენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც.

სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის 27 ნოემბერს, ზუსტად 11:00-ზე.

შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

გამოფენაზე  რეგისტრაცია იწყება 27.ნოე.2026 11:00 და სრულდება 01.დეკ.2026 17:00. მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ 30 კომპანიას.

ქართული ღვინო