ღვინის ეროვნული დღე
გაცნობებთ, მიმდინარე წლის 8 მაისს საქართველოში, დედაქალაქ თბილისში, გაიმართება ღონისძიება „ღვინის ეროვნული დღე“.
ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობის და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენას, ადგილობრივი მეღვინეების მხარდაჭერასა და ქართული ღვინის შესახებ ცნობიერების გაზრდას, ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, პოზიციონირების გაძლიერებას.
ღონისძიება მოიცავს ორ მიმართულებას: კონფერენციას და საფესტივალო ფორმატს;
გაცნობებთ, რომ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ საფესტივალო ნაწილში.
ფესტივალში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია - მონაწილეობას შეძლებს მხოლოდ 100 კომპანია.
ასევე გაცნობებთ, რომ მეღვინეთათვის ყველა საჭირო აღჭურვილობას უზრუნველყოფს სააგენტო და ღონისძიების ფარგლებში შეძლებთ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 აპრილი.